ლეგენდარული იოვანა და ჩვენი უნიჭიერესი დოდონა

საქართველოს განუმეორებელი მეგობარი, ლეგენდარული იოვანა Γιοβάννα Καλπαξή) და ჩვენი უნიჭიერესი დოდონა (Dodona Namoradze) ქართულ-ბერძნულ წვეულებაზე, რომელიც ბატონი გია ბაღაშვილის (გია ბაღაშვილი • Gia Bagashvili) საპატივცემულოდ, ისტორიულ ბერძნულ რესტორანში Μαγεμένος Αυλός (“ჯადოსნური ფლეიტა”) გაიმართა.
საღამოს ერთ-ერთი მასპინძელი, თქვენს მონა-მორჩილთან ერთად, გახლდათ ცნობილი ბერძენი ბიზნესმენი, ქართული კულტურის დიდი თაყვანისმცემელი – დიმიტრის თეოფილუ (Δημήτρης Θεοφίλου).

ცნობილი ბერძენი მომღერლის იოვანასა და ბერძნული “ვოისის” უნიჭიერესი მონაწილის დოდონა ნამორაძის მიერ დუეტში შესრულებულმა “თბილისომ” “სულიკო” დიდი მოწონება დაიმსახურა. მომღერლებს მუსიკალური აკომპანირება გია ბაღაშვილმა გაუწია.

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *