ათენში გაიმართა საქართველოს დღეები

21-22 ოქტომბერს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ათენში ქართული დიასპორის ორგანიზაციების მონაწილეობით ათენში „საქართველოს დღეები“ გაიმართა.

ამ ღონისძიების ფარგლებში, 21 ოქტომბერს, 14:00 საათზე, მოსხატოს კულტურის ცენტრში სპექტაკლი სახელწოდებით „მზიანი გული“, ნოდარ დუმბაძის მოზარდთა თეატრმა წარადგენა. აღნიშნული პროექტი განხორციელდა „დიასპორის ინიციატივების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბერძნულ-ქართული ერთობლივი კულტურული პროგრამის ინიციატივით. სპექტაკლი ნოდარ დუმბაძის 95 წლის იუბილეს მიეძღვნა.

საქართველოს დღეების აღნიშვნა ათენში 22 ოქტომბერს დილის 11:00 საათიდან გალაცის მუნიციპალიტეტის ღია ამფითეატრში (ასევე ცნობილი როგორც ალსოს ვეიკუ) გაგრძელდა. საკონცერტო პროგრამის ფარგლებში წარმოდგენილი იქნა, ნაწყვეტები ათენის ქართული დიასპორის ქორეოგრაფიული ანსამბლებისა,ვოკალური ჯგუფების და ასევე თეატრალური წარმოდგენებით.

ღონისძიების სტუმრებს საშუალება მიეცათ დამტკბარიყვნენ ქართული კულტურით, დაეთვალიერებინათ ათენში მყოფი ქართველ ხელოვანთა ნამუშევრები, დაეგემოვნებინათ უგემრიელესი ქართული სამზარეულო და მონაწილეობა მიეღოთ ტრადიციულ სპორტულ შეჯიბრებებში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ, ღონისძიებაზე დასწრება უფასო იყო. “საქართველოს დღეები ათენში” წარმატებით დასრულდა…

You may also like...