ქართული პოლიფონიური მუსიკა საბერძნეთში

⚜ საბერძნეთში ქართული პოლიფონიური მუსიკის ცნობადობის ამაღლების მიზნით, 2023 წლის 10 დეკემბერს, კვირას, 14:00 საათზე, გულითადად გიწვევთ ათენის ისტორიულ თეატრში „სტუდიო” (STUDIO New Star Art Cinema), სადაც გაიმართება ქ. ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სკოლის ფოლკლორული ანსამბლის საანგარიშო კონცერტი (ხელმძღვანელი: ნოშრევან ანთია).
🔹 მისალმებები:

  • ათენის ქართული ინსტიტუტისა და კულტურის ცენტრის „კავკასია” დამფუძნებელი, ავთ. მიქაბერიძე.
  • ქ. ქუთაისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მე-2 სამუსიკო სკოლის დირექტორი, ნინო დოღონაძე.
    🔹 საღამოში მონაწილეობას მიიღებს ათენის მუსიკალური სტუდია „კავკასია” (ხელმძღვანელი: მამუკა ინაძე).
    🏦 მისამართი: Σταυροπούλου 33 & Σπάρτης, Πλατεία Αμερικής (Studio New Star Art Cinema).
    🔸 დასწრება: თავისუფალი.
    🔸 ინფორმაცია შემდეგ ტელეფონებზე:
    210.7211226 / 6999.640412 / 6995.956444 / 6995.984242.
    გთხოვთ, მობრძანდეთ თქვენს ბერძენ და უცხოელ მეგობრებთან ერთად.

You may also like...