„კავკასია“-ში 2024 წლის 10 თებერვალს, 19:00 საათზე გვესტუმრა ცნობილი ქართველი პოეტი ქეთი ნიჟარაძე

📣 შაბათს, 2024 წლის 10 თებერვალს, 19:00 საათზე გვესტუმრა ცნობილი ქართველი პოეტი, მთარგმნელი და მეცნიერი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) პროფესორი, ქეთი ნიჟარაძე, რომელმაც ათენის ქართულ საზოგადოებას წარუდგენა ერთგვარი შემოქმედებითი ანგარიში – მათ შორის, მის მიერ ბოლო წლებში მომზადებული და გამოცემული წიგნები.
✅ საპრეზენტაციო წიგნი: პროფ. ქ. ნიჟარაძის ავტორობით, გამოიცა შემდეგი სახელმძღვანელო:
„ქართული ენა“ – გრამატიკის, თეორიული ენათმეცნიერებისა და მეტყველების კულტურის მოკლე პრაქტიკული კურსი ჟურნალისტებისათვის.
✍️ აღსანიშნავია, რომ ქეთი ნიჟარაძე გახლავთ ცნობილი ელინისტი, ჰომეროლოგი, რომელიც იკვლევს ანტიკურ ლიტერატურას. 10 პოეტური კრებულის გარდა, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები და შრომები ელინისტიკაში. მას ეკუთვნის მნიშვნელოვანი წიგნი ჰომეროლოგიაში – „სცენები ილიადიდან“, რომელშიც შესულია „ილიადის“ 11 ძირითადი სცენის პოეტური თარგმანები, პარალელური ბერძნული ტექსტით და კომენტარებით.
✅ აქედან გამომდინარე, ჩვენი თხოვნის საფუძველზე, დაიგეგმა ლექცია-საუბარი თემაზე:

რუსთაველი და ჰომეროსი”.
⚜️ საღამოს წამყვანი: კლასიკური ფილოლოგიის დოქტორი ავთანდილ მიქაბერიძე, ათენის ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
⚜️ ქეთი ნიჟარაძეს საბერძნეთში მცხოვრები ქართველი მკითხველი უკვე კარგად იცნობს ათენში ჩატარებული არაერთი საჯარო ლექციით, პრეზენტაციითა და სხვა საინტერესო ღონისძიებით.
⚜️ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სტუმარი, ა. წ. 5-15 თებერვალს საბერძნეთში შემოქმედებით მივლინებით ჩამოვიდა და საკმაოდ დატვირთული პროგრამა ქონდა, მან, გარდა დასახელებული შეხვედრისა და წიგნების პრეზენტაციისა, გამოთქვა სურვილი, დამატებით, ე.წ. „ლიტერატურული სახელოსნოს“ ფორმატში შეხვდეს ჩვენი დიასპორის შემოქმედებით საზოგადოების წარმომადგენლებს და გაუზიარა მათ თავიანთი სამწერლო-შემოქმედებითი გამოცდილება.






You may also like...