დღეს, შაბათს, 2024 წლის 10 თებერვალს, 19:00 საათზე გვესტუმრება ცნობილი ქართველი პოეტი

📣 დღეს, შაბათს, 2024 წლის 10 თებერვალს, 19:00 საათზე გვესტუმრება ცნობილი ქართველი პოეტი, მთარგმნელი და მეცნიერი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) პროფესორი, ქეთი ნიჟარაძე, რომელიც ათენის ქართულ საზოგადოებას წარუდგენს ერთგვარ შემოქმედებით ანგარიშს – მათ შორის, მის მიერ ბოლო წლებში მომზადებულ და გამოცემულ წიგნებს.
✅ საპრეზენტაციო წიგნი: პროფ. ქ. ნიჟარაძის ავტორობით, მიმდინარე აკადემიური წელს გამოიცა შემდეგი სახელმძღვანელო:
„ქართული ენა“ – გრამატიკის, თეორიული ენათმეცნიერებისა და მეტყველების კულტურის მოკლე პრაქტიკული კურსი ჟურნალისტებისათვის.
✍️ აღსანიშნავია, რომ ქეთი ნიჟარაძე გახლავთ ცნობილი ელინისტი, ჰომეროლოგი, რომელიც იკვლევს ანტიკურ ლიტერატურას. 10 პოეტური კრებულის გარდა, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები და შრომები ელინისტიკაში. მას ეკუთვნის მნიშვნელოვანი წიგნი ჰომეროლოგიაში – „სცენები ილიადიდან“, რომელშიც შესულია „ილიადის“ 11 ძირითადი სცენის პოეტური თარგმანები, პარალელური ბერძნული ტექსტით და კომენტარებით.
✅ აქედან გამომდინარე, ჩვენი თხოვნის საფუძველზე, დაგეგმილია ლექცია-საუბარი თემაზე:

  • „რუსთაველი და ჰომეროსი”.
    ⚜️ საღამოს წამყვანი: კლასიკური ფილოლოგიის დოქტორი ავთანდილ მიქაბერიძე, ათენის ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი.
    ⚜️ ქეთი ნიჟარაძეს საბერძნეთში მცხოვრები ქართველი მკითხველი უკვე კარგად იცნობს ათენში ჩატარებული არაერთი საჯარო ლექციით, პრეზენტაციითა და სხვა საინტერესო ღონისძიებით.
    ⚜️ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სტუმარი, ა. წ. 5-15 თებერვალს საბერძნეთში შემოქმედებით მივლინებით ჩამოდის და საკმაოდ დატვირთული პროგრამა აქვს, მან, გარდა დასახელებული შეხვედრისა და წიგნების პრეზენტაციისა, გამოთქვა სურვილი, დამატებით, ე.წ. „ლიტერატურული სახელოსნოს“ ფორმატში შეხვდეს ჩვენი დიასპორის შემოქმედებით საზოგადოების წარმომადგენლებს და გაუზიაროს მათ თავიანთი სამწერლო-შემოქმედებითი გამოცდილება.
    ⚜️ ვისაც სურვილი გაქვთ, მონაწილეობა მიიღოთ „ლიტერატურული სახელოსნოს“ მუშაობაში, გთხოვთ, დარეგისტრირდეთ ქვემოთ მითითებულ ტელეფონებზე.
    210.7211226 / 6945.381250 / 6999.640412.
    🔔 დასწრება: თავისუფალი.
    📮 მისამართი: პატისიონის ქ. 81 (იგივე, 28 ოქტომბრის), I სართული („ვიქტორიის მოედანი“), ათენის განათლებისა & კულტურის ცენტრი „კავკასია”.

You may also like...

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *