არაჩვეულებრივი საღამო გვაჩუქეს ათენის ემიგრანტებს ამ სამმა ტალანტმა გოგონამ
დოდონა ნამორაძე,ანა უზნაძე და ბარბარე სამხარაძემ.
რომელიც გაიმართა 2024 წლის 14 იანვარს ათენის ისტორიულ კინო თეატრში “სტუდიო”(Studio New star Art Cinema). ასევე საღამოში მონაწილეობას იღებდნენ ვოკალური ინსტრუმენტალური ანსაბლი ” კავკასია”.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, რომელიც ამავე დღეს დაემთხვა, შესრულდა საქართველოს “ჰიმნი” რომელიც შეასრულა ბავშვთა მუსიკალურმა გუნდმა “კავკასიამ” რომელის ხელმძღვანელი გახლავთ: მამუკა ინაძე. იმედს ვიტოვებთ რომ ეს არაჩვეულებრივი ბრწყინვალე სამეული, ისევ ესტუმრება საბერძნეთს და ისევ გაათბობს ქართველი ემიგრანტების გულებს.